Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არჩილ თალაკვაძემ და გრიგოლ ლილუაშვილმა გეოპლანტში ჩაი გურიელი დააგემოვნეს (R)
Regions.ge
01 October 2016, 00:20
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი დღეს ოზურგეთში ჩაი „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ ესტუმრნენ, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით 2015 წელს გაიხსნა. „ჩვენი ოპონენტები გამუდმებით გვეკითხებიან, როგორ განვითარდა კერძო სექტორი და სად არის ის წარმატებული საწარმოები, რომლებიც ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი საწარმო და წარმატებული მაგალითი გურიაში არის „გეოპლანტი“. ცხადია, ამ არჩევნებში მათ ხალხისთვის მეტი შეკითხვები აქვთ, ვიდრე პასუხები - ამიტომაც, ჩვენი ოპონენტების შანსები არჩევნებში ძალიან დაბალია“, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ჩაი „გურიელის“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“ როგორც საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ჩაის ექსპორტს ემსახურება. საწარმო, რომლის წარმადობაც წელიწადში 180 ტონა ჩაის პროდუქციაა, 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 60 ადამიანია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
01.10.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი